გიგლა აგულაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს 2015 წლის ანგარიში მოისმინა

გიგლა აგულაშვილი– მოსამართლეთა კოლეგიამ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო

გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს 2015 წლის ანგარიში მოისმინა და სააგენტოს მიერ მომავალი წლისთვის დაგეგმილ ახალ პროექტებს გაეცნო.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოს დაბინძურების მონიტორინგი, სტიქიური ბუნებრივი პროცესების პრევენცია და მართვა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგული სისტემის განვითარება, მეტეოროლოგიური პროგნოზების გაუმჯობესება, შავი ზღვის მონიტორინგი – ეს ის პრიორიტეტები იყო, რომელიც სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ წარმოადგინა.

აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო 2016 წელს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის, მეტეოროლოგიური პროგნოზების გაუმჯობესებისა და სტიქიური პროცესების პრევენციის მიზნით, სრულიად ახალი ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს და, სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს განახორციელებს.

banner
წინა სტატიაშისტამბულში გოგჩენის აეროპორტში აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ 10 დაზარალებულ მოქალაქეს ჩამორთმეული მანქანები დაუბრუნა