გიგლა აგულაშვილი : „ნაცმოძრაობის“ განცხადებას ბოტანიკურ ბაღში ჰესის აშენების შესახებ ცუდი ფანტაზიის ნაყოფს უწოდებს

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას ბოტანიკურ ბაღში ჰესის აშენების შესახებ ცუდი ფანტაზიის ნაყოფს უწოდებს.

„ვფიქრობ, ეს არის ფანტაზიის ნაყოფი, თუმცა მისი ავტორი მაინცდამაინც ნიჭიერი ფანტაზიის პატრონის არ უნდა იყოს. არ ვიფიქრობ, რომ ბოტანიკურ ბაღში ჰიდროელექტროსადგური აშენდება. იქ არც საამისო ადგილია, არც საამისო სივრცე და არც საამისო რესურსი“, – განაცხადა აგულაშვილმა.

მისივე თქმით, ბოტანიკურ ბაღში არანაირი მასშტაბური მშენებელობა არ იგეგმება.

„დაზუსტებით მინდა გითხრათ, რომ ბოტანიკურ ბაღში ჰიდროელექტროსადგურის ან რაიმე ფართომასშტაბიანი მშენებლობა არ იგეგმება. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ“,-აღნიშნა გიგლა აგულაშვილმა.

ბოტანიკურ ბაღში” ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, ნიკა მელიამ და ირაკლი აბესაძემ დღეს მორიგი ბრიფინგი გამართეს.

მათი თქმით, შპს “წავკისი ველი”, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა, რეალურად ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და სწორედ ამ კომპანიის მეშვეობით ივანიშვილი ბოტანიკურ ბაღში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას აპირებს.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების თქმით, პროექტი ივანიშვილისა და ტელეკომპანია GDS-ისთვის დამოუკიდებელი ენერგიის წყაროს შექმნას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე : რუსეთი აგრესორია, ეს სადაო აღარ არის
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი:დაუშვებელია სვეტიცხოვლის, ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე აეროდრომის, კაზინოების აშენება