გიგლა აგულაშვილი: კარგი იქნება, თუ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას პოლიტიკური სპექტრი გამოეხმაურება

გიგლა აგულაშვილი– მოსამართლეთა კოლეგიამ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო

გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას მისასალმებელს უწოდებს.

როგორც გიგლა აგულაშვილმა აღნიშნა, კარგი იქნება, თუ პრემიერის განცხადებას გამოხმაურება ექნება პოლიტიკური სპექტრის მხრიდან.

„ის, რომ ეს ინიციატივა განხორციელდა პრემიერის მხრიდან, გულოსხმობს იმასაც, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები აქტიურად იქნებიან ჩართული ამ იდეის რეალიზებაში. რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ვგულისხმობს შსს-ს ასე, რომ თუკი პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდება, თუკი ეს თამაშის წესი დადგინდება, ეს იქნება სასარგებლო საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის“, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

საქართველოში საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტიკურ ძალებს, სახელმწიფო უწყებებსა და საზოგადოებას საგანგებო განცხადებით მიმართა.

როგორც პრემიერის განცხადებაშია აღნიშნული, უმოკლეს დროში უნდა იყოს მიღებული წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსი, რომელსაც საქართველოში მოქმედი ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა შეუერთდება.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე: ჯონ კერის საქართველოში ვიზიტის თარიღი განსაზღვრული არ არის
შემდეგი სტატიაპორტირება “თავისუფალი დემოკრატებიდან” “ქართულ ოცნებაში”- პარტია 5 ადამიანმა დატოვა