გიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა

პოლიტიკოსს და ფოთში, ოპოზიციის მხრიდან მერობის კანდიდატს, გიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან ინფორმაცია Facebook-ზე გაავრცელა.

“დამიდასტურდა კოვიდი. ძალიან უდროო დროს კი დამატყდა. კარგად ვარ. აცრილიც ვარ. გამოჯანმრთელებამდე ფოთის კამპანიაში ონლაინ მივიღებ მონაწილეობას. იმედი მაქვს 10 დღეში დავდგები ფეხზე. არცერთი დღე არაა დასაკარგი. გამარჯვება ახლოსაა. მას გაფორმება სჭირდება.

ჩემზე არ იდარდოთ. ახლა მიშაა მისახედი ციხეში”, – წერს გიგი უგულავა.

banner
წინა სტატიაში7 ოქტომბერი-ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის დღე, ვლადიმერ პუტინის დაბადების დღე
შემდეგი სტატიახანძარი სენაკში – დამწვარია საცხოვრებელი სახლი