გიგი უგულავას ემოციური ფეისბუქპოსტი, როელიც ნიკა მელიას მიუძღვნა

გლდანის ციხეში 2014 წლის ზაფხულს “უფროსობის” დავალებით ქურდული კორიდორი მომიწყვეს. გავიარე და უკან გამოვიარე კორპუსებს შორის -კორპუსები გლეჯდენ მიწას. ისეთი გუგუნი იყო, გინება, ჯამების რახა რუხი, მოკლედ ჯოჯოხეთი – დაგეშილი უმრავლესობა. გასახსენებლად ისე უსიამოვნოა, რომ ამაზე წერა არც მიფიქრია. გადავწყვიტე რადგან დღეს, როცა ნიკა მელიას საპარლამენტო საბჭოთა სასამართლოს ვუყურე, ჩემი ცხოვრების ეგ ეპიზოდი მედგა თვალწინ. ზუსტად იგივე დაგეშილი უმრავლესობა, ამჯერად უკეთ კოსტუმირებული, მაგრამ ქურდულ ციხურისგან არაფრით განსხვავებული. ამაზრზენი შეგრძნება იყო. დღეს ნიკას სახით მთელმა საქართველომ განიცადა ეს. დღევანდელი ოცნების სასამართლოს შემდეგ, მე მაინც იმედს ვიტოვებ რომ ხვალ მურუსიძის სასამართლო გირაოთი გარეთ დაგტოვებს, თუმცა პატიმრობაც შენთვის შესაძლებლობა იქნება. ბევრი რამის შესაძლებლობა! ახლა კი განცდა მაქვს, რომ ხვალ ჯარში მიდიხარ!😀
პ.ს. ყველა წყენა ჩემგან ჩავლილია
Nika Melia👍😍
Nika Gvaramiaშენც გთაგავ რადგან ციხის ეგ კორიდორი შენც გაიარე და მგონი დიდად არც შენ გილაპარაკია ამაზე

 

გიგი უგულავა

banner
წინა სტატიაშიპერფორმანსი წითელი ნაჭრებით
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარი, 2.90 ლარი – პოლიტიკური კრიზისის პარალელურად, ლარის კრიზისი პიკს აღწევს