გიგი უგულავამ ხმა ხონში N3 საარჩევო უბანზე მისცა

პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე ვანსა და ხონში, მაჟორიტარობის კანდიდატმა ევროპული საქართველოდან, გიგი უგულავამ, ხმა ხონში, N3 საარჩევო უბანზე მისცა.
“დღეს, ვანელები და ხონელები პირველ მნიშვნელოვან წითელ ბარათს ანახებენ ქართულ ოცნებას. ქართული ოცნება დამარცხდება დღეს აქ იმის გამო, რომ მან მოატყუა პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს, სოფლის მოსახლეობას, მან უპატრონოდ დატოვა რეგიონები, განსაკუთრებით იმერეთი და ამ თვალსაზრისით ყველაზე მძიმე მდგომარეობა სწორედ ვანსა და ხონშია. ამიტომ, დღევანდელი წითელი ბარათი იქნება შეხსენება, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც მოდის დაპირებებით, ვალდებულია შეასრულოს დაპირებები, სხვა შემთხვევაში მას ხალხი გადაირჩევს. ჩვენ ვართ ძალიან მხნედ, გამარჯვებას წინ არაფერი არ უდგას, ყველა მონაცემით ვლიდერობთ და შესაბამისად, მოვემზადებით იმისთვის, რომ ის წინასაარჩევნო გეგმა, რაც გავაცანი ვანელებს და ხონელებს, განვახორციელოთ”-აცხადებს გიგი უგულავა.

banner
წინა სტატიაშიხონში გიგი უგულავას პლაკატი დააზიანეს
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა: მათ ებრძოლონ პლაკატებს, ბანერებს, ჩვენ ვებრძვით სიღარიბეს, უმუშევრობას, უიმედობას