გიგი უგულავა – გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს ისეთს, როგორიც ის არის დღეს, პათეტიკის და დითირამბების გარეშე

“გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს ისეთს, როგორიც ის არის დღეს, პათეტიკის და დითირამბების გარეშე. ამ დღეს არ სჭირდება გალამაზება, ის თავისთავადია. ყველა ერი იბრძოდა და ყველას აქვს დამოუკიდებლობის დღე. ზოგი მეტად უფრთხილდება მას ზოგიც ნაკლებად.
ეს დღე მერაბ კოსტავას დაბადების დღეცაა. ის ვერ მოესწრო დამოუკიდებლობას, მაგრამ მან მოგვცა თავისუფლების მაგალითი. ის იგივეა ქართველებისთვის, რაც ბიბლიური მოსე ებრაელთათვის. ის თავისუფალ საქართველოს გულში ატარებდა, მაგრამ ვერასოდეს ნახა. მხოლოდ გმირებს შეუძლიათ დაიტიონ ამხელა ტკივილი. 26 მაისი და მერაბ კოსტავა, ეს თავისუფალი საქართველოს გადაძახილია მე-20 საუკუნეში და გაფრთხილება 21-ე საუკუნის ქართველებისთვის – თავისუფლება საჩუქრად არ მიგვიღია და მას მუდმივად სჭირდება დაცვა. გილოცავთ❤️✌️

პ.ს. ფოტო მიტინგიდან. მერაბ კოსტავას – ასეთი ბევრია. მე კი სულ ერთი მეგონა მქონდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ კიდევ ყოფილა. მარჯვენა კუთხეში ვზივარ, ბიჭი 13 წლის.”- წერს გიგი უგულავა საკუთარ სოციალურ ქსელში.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიმსოფლიოში თვითმფრინავების იძულებით დაშვების შემთხვევები
შემდეგი სტატიაჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება