გიგი უგულავა: ზუგდიდის ოლქში უკვე ჩამოყალიბებული ვართ

„ ვალდებული ვართ, ამომრჩევლის დაკვეთა შევასრულოთ, ერთმანეთს ხმები არ წავართვათ და კოორდინაცია გვქონდეს. კოორდინაცია იმას გულისხმობს, რომ არსებულ ოლქებს, ასე ვთქვათ, ვიყოფთ. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოლაპარაკებები პრაქტიკულად, დავასრულეთ. მაგალითად, ზუგდიდის ოლქში უკვე ჩამოყალიბებული ვართ, რომ ყველა შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იყრის კენჭს და ჩვენ მას კანდიდატს არ დავუყენებთ. თუ ვინ იქნება, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. ზუსტად ასეთივე შეთანხმება არსებობს მთაწმინდასთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ დავაყენებთ კანდიდატს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი არა“, – განაცხადა პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი: ჩვენს ხელისუფლებას რუსეთი წითელ ხაზებს უყენებს, რასაც “ოცნება” ექვემდებარება
შემდეგი სტატიათამარ ივერი: ბორჯომის გამგებელო ნაგვის მანქანა კვირაში ერთხელ არ უნდა ჩამოივლიდეს მოსახლობაში