გიგი უგულავა – ვიქნებით მტკიცე, თუ უნდათ სპეცრაზმით მოვიდნენ, მაინც არაფერი შეიცვლება

ვიქნებით მტკიცე, თუ უნდათ სპეცრაზმით მოვიდნენ, მაინც არაფერი შეიცვლება. ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავა ასევე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას. როგორც უგულავამ აღნიშნა, მშვიდობიანი მოლაპარაკებისთვის მზად არიან, თუმცა ამას პოლიციისა და სპეცრაზმის გამოგზავნა ხელს არ უწყობს.

„მინდა, გამოვეხმაურო აშშ-ის საელჩოს განცხადებას, ცალსახად ჩვენი პარტნიორები მოგვიწოდებენ მშვიდობიანი მოლაპარაკებისკენ. ალბათ ხვდებით, რომ პოლიცია მშვიდობიანი მომლაპარაკებლები არ და ვერ იქნება. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა სასამართლოს, სპეცრაზმის და ძალის მეთოდებით ვერ მოხდება. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მშვიდობიანი მოლაპარაკებისთვის, მაგრამ პოლიციისა და სპეცრაზმის გამოგზავნა ამას ხელს არ უწყობს. ამ ვიტარებიდან ერთადერთი გამოსავალია, ნიკა მელია ციხეში არ წავა, რადგან დღეს ნიკა მელიას დაპატიმრება თავისუფლების დასამარებას ნიშნავს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ მოუწოდა ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო
შემდეგი სტატიანიკა მელიას დაპატიმრება გადაიდო