გიგი უგულავა სოციალური ქსელით ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა სოციალური ქსელით ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა

“მამუკა ხაზარაძემ, გუშინ გადაცემა აქცენტებში, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ასე ვითომც არაფერი, “გადაურბინა”.
გვახსოვს ბატონი ხაზარაძის პირველი პოლიტიკური განაცხადი -არ ვაპირებ ტალახის სროლასო. არადა რაც ხაზარაძემ ქნა, სწორედაც რომ დაუსაბუთებილი ცილისწამება და ტალახის სროლაა – სხვა სახელს ვერ დაარქმევ.
მე, ივანიშვილის მიერ ხაზარაძეს დევნაში, მკაფიო პოლიტიკურ მოტივს ვხედავ და ვუსურვებ ამ მონსტრ სასამართლოში წარმატებას.
მაგრამ შევახსენებ, რომ კეზერაშვილიც მის მსგავსად დევნილია, ისიც დახუნძლეს ბრალდებებით, ოღონდ დევნის 7 წლის თავზე ჯერ ვერცერთი საქმე ვერ მოუგეს ამ უკუღმართ სასამართლოშიც კი – აღარ ვსაუბრობ საფრანგეთის და ბრიტანეთის სასამართლოებზე.
დიახ! ის სამართლებრივად უდანაშაულოა, როგორც თქვენ და გამოდის რომ გუშინ უბრალოდ იჭორავეთ. მაშინ, როცა კარგად იცით, კეზერაშვილი მინისტრობის შემდეგ წავიდა ბიზნესში, მსხვილ ბიზნესმენ დავით იაკობაშვილთან ერთად დააფუძნა კომპანია, თქვენგან, TBC ბანკიდან აიღო კრედიტი და თქვენსავე ბანკში, ვალში ჩატოვებული ქონება იყიდა, თქვენივე ბანკის კრედიტით. სხვათა შორის, მესამე მხარედ თქვენ იყავით ჩართული, პროცესში, რომელიც ორი წლის წინ, გაგანია ქოციანობის ჟამს, კეზერაშვილმა კვლავ მოიგო.
შეგახსენებთ, თქვენ და კეზერაშვილი ხსენებულ საქმეში ერთ მხარეს იყავით. ადამიანურად ძალიან ცუდი საქციელია ხელების შეწმენდა პირზე, რომელსაც თქვენს მსგავსად უკანონოდ დევნიან, რომელსაც გარდაცვლილ ოჯახის წევრებთან დამშვიდობების საშუალებასაც კი არ აძლევენ.
თქვენ უსამართლობის გამო ხმა აიმაღლეთ. დავით კეზერაშვილი, როცა ივანიშვილის რეჟიმმა ტელევიზიები გადაყლაპა, ახალ თავისუფალ მედია პლათფორმას ქმნის. ალბათ აცნობიერებთ თითოეული თავისუფალი მედია საშუალების მნიშვნელობას ამ უკვე ღიად რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. მოკლედ, თქვენ არც ფაქტებით/სამართლებრივად, არც პოლიტიკურად, არც ბიზნესურად და არც კაცურად მართალი არ ხართ.
ჩვენ, ევროპულმა საქართველომ, ოპოზიციური სპექტრის სხვა წარმომადგენლებისგან განახავავებით, დადებითად მივიღეთ თქვენი პოლიტიკური გააქტიურება. მიმაჩნია, რომ ოპოზიციაში თქვენ ,,ფეხქვეშ მიწა კი არ უნდა გეწვოდეთ“, არამედ კოლეგიალობას გრძნობდეთ, რომ უკან ივანიშვილთან დალაგების ცდუნება არ გაგიჩნდეთ, რითაც ის აუცილებლად ისარგებლებს. იმედია ვთანხმდებით, რომ ივანიშვილია მთავარი საფრთხე და ბოროტება ამ ქვეყანაში. ამიტომ გირჩევთ – მოერიდეთ ტალახის სროლას და ამ რთულ პოლიტიკურ ლანშაფტზე პარტნიორები ეძებეთ და არა მტრები” – გიგი უგულავა

banner
წინა სტატიაშინიკა მელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ორაზროვან პოსტს აქვეყნებს
შემდეგი სტატია„ენდიაი“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარადგენს