გიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში გამოცხადდა

გიგი უგულავა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში გამოცხადდა. ის უწყებაში უზენაესი სასამართლოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაიბარეს.

„აბა თქვენ იცით! დროებით!“, – ამ სიტყვებით დაემშვიდობა ის მხარდამჭერებსა და ახლობლებს.

შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სამართალდამცველები ოპოზიციონერ ლიდერს სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ.

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

პროკურატურა გიგი უგულავას მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლაგვას ედავებოდა. 2018 წელს საქალაქო სასამართლომ ყოფილ მერს აღნიშნულ საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და სასამართლომ სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის მერი ვიდეოდიალოგის მეშვეობით, მოსახლეობის კითხვებს პასუხობს
შემდეგი სტატიასათანადო პროტესტი რომ ყოფილიყო, არც უგულავა წავიდოდა ციხეში და არც ნიკა მელიას შეუწყდებოდა დეპუტატის უფლებამოსილება