გიგი უგულავა: შერეული მოდელით ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარდება, ჩავშლით

ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ თქვა, რომ შერეული მოდელით ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარდება. უგულავა ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კალაძემ თქვა, რომ “თემა დახურულია” და მმართველი გუნდი არჩევნების სისტემის ცვლილებას აღარ განიხილავს.

უგულავა ამბობს, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის “მორიგი აფერისტობაა”და ქართული ოცნება მოსახლეობის მოტყუებას ცდილობს, რასაც მისი თქმით, ქართველი ხალხი არ აპატიებს.

“თუ შერეულ მოდელს ტოვებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი ქვეყანას უმზადებს ჯოჯოხეთს. პასუხისმგებელი იქნება ის, იმიტომ რომ არავინ აპატიებს ქვეყნის აბუჩად აგდებას. მოსახლეობის დამცირებას, მოქალაქეების მოტყუებას… ამ ვითარების ბოლო იქნება ის რომ შერეული სისტემით არჩევნები ჩაიშლება და შემდეგ უკვე კონსტიტუციის ფარგლებში, ჩარჩოში ვბრუნდებით და შესაბამისად 45 დღეში, რიგგარეშე პროპორციული, სამართლიანი არჩევნები ჩატარდება”- თქვა უგულავამ მთავარის ეთერში.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე : კახა კალაძემ ღია ვაჭრობა შემოგვთავაზა
შემდეგი სტატია“თუ ფოჩიანი კანფეტებით ცდილობენ ვინმეს მოხიბვლას, ფოჩები მაინც შეფუთონ” – უსუფაშვილი კალაძეს პასუხობს