გიგი უგულავა: საქართველოს ჰყავდა მეფე ბაგრატ რეგვენიც, იმასაც გაუძლო, ასე რომ, ღარიბაშვილსაც გაუძლებს

საქართველოს ბევრისთვის გაუძლია, საქართველოს ჰყავდა მეფე ბაგრატ რეგვენიც, იმასაც გაუძლო, ასე რომ, ღარიბაშვილსაც გაუძლებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, „ღარიბაშვილი მადლობით არ გაუშვია თავისივე გუნდს, ის გააგდეს, რადგან მისი მმართველობა იყო ცუდი“.

„ღარიბაშვილი არის გამორჩეული თავისი უწიგნურობით, უვიცობით, უტოფრობითა და მლიქვნობით. ეს ადამიანი შეიძლება გახდეს ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ამიტომ რაზე ვლაპარაკობთ. შემიძლია სანაძლეო დაგიდოთ ჟურნალისტებს, ივანიშვილის ბოლო პრემიერი იქნება ღარიბაშვილი. ივანიშვილი ისტორიის წინაშე იქნება ძალიან სავალალო, ცოტა სევდიანიც კი, ამხელა შესაძლებლობის კაცმა დაიწყო ღარიბაშვილით და დაამთავრებს ღარიბაშვილით. ღარიბაშვილის მმართველობა რაც იყო, ვნახეთ, ღარიბაშვილი მადლობით არ გაუშვია თავისივე გუნდს, ის გააგდეს, რადგან მისი მმართველობა იყო ცუდი, მან საერთაშორისო ჩიხში შეიყვანა ქვეყანა. ქვეყნის შიგნით გაჩნდა კლანები და კორუფცია, შესაბამისად, ის საკუთარმა გუნდა გააგდო, როგორც ცუდი პრემიერ-მინისტრი. 2014 წელს თუ ის ხუსი იყო როცა გააგდეს, დღეს ის კარგი ვერ იქნება, იმ მარტივი ლოგიკით, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ვერ სწავლობს, ვერ ვითარდება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.