(video) გიგი უგულავა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ გამორიცხავს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას არ გამორიცხავს. ამის შესახებ უგულავამ ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ გააკეთა.
„გამორიცხვით ნურაფერს ნუ გამოვრიცხავთ“ – განაცხადა უგულავამ. მისივე განცხადებით  პარტია ხელისუფლებასა და პრეზიდენტის დავაში არ ერევა და ის არცერთის მხარეს არ დგას.

ამის შესახებ უგულავამ თოქშოუ “რეაქციაში” განაცხადა.

“ამ დავას, როგორც ხელისუფლებამ იცის ხოლმე ტერმინი, იმას გამოვიყენებ, ორ კერძო სუბიექტს შორის დავას დავარქმევდი, “ევროპული საქართველო” არცერთი სუბიექტის მხარეს არ დგას. დრეს ვიხილეთ ძალიან სუსტი პრეზიდენტის არაფრისმთქმელი გამოსვლა, გულწრფელად გეტყვით, ეს გამოსვლა ძალიან არ მომეწონა, მაგრამ იმდენად არაადეკვატური რეაქცია იყო მთავრობის, იმდენად გულისამრევი, ბუნებრივია, შეიძლება იქით გადაიხარო, რომ სენტიმენტები გაუჩნდეს ადამიანს მარგველაშვილის მიმართ, რომელის გამოსვლაც იყო ძალიან სუსტი”, – აღნიშნა უგულავამ.

https://youtu.be/PZzGbz25VnU

banner
წინა სტატიაშიმამაკაცი, რომელსაც წერეთლის გამზირზე ტაქსი დაეჯახა, გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაზახაროვამ პირდაპირ ეთერში სირიაზე საგარეო უწყების განცხადება ვერ წაიკითხა