გიგი უგულავა სამების ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში
საშობაო წირვას თანაგუნდელებთან ერთად დაესწრო.

ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს.

გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება 6 იანვარს დატოვა.

„თბილსერვის ჯგუფის“ ეპიზოდზე სასამართლო დედაქალაქის ყოფილ მერს თანხების მითვისება-გაფლანგვას ედავებოდა.

banner
წინა სტატიაშისრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
შემდეგი სტატიაშორაპანთან კლდოვანი მასის ჩამოშლის გამო, მოძრაობა გადართულია გომი-საჩხერე-ჭიათურის გზაზე