გიგი უგულავა, რა თქმა უნდა პოლიტიკური პატიმარია

გიგი უგულავა, რა თქმა უნდა პოლიტიკური პატიმარია – ამის შესახებ საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ამ სვლით დასავლეთს უთხრა, რომ მათი აზრი არ აინტერესებთ.

„რა თქმა უნდა, გიგი უგულავა არის პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ უგულავა არა მარტო ქართული პოლიტიკური ვითარებისთვის მიუღებელი პოლიტპატიმარია, არამედ მისი დაკავება სილა არის, რომელიც გააწნეს ჩვენს პარტნიორებს. მაშინ, როდესაც მათ ძალიან მკვეთრი აზრი გამოხატეს იმის თაობაზე, რომ საქართველოში დემოკრატიის პრინციპები ძალიან სერიოზულად ირღვევა, მაშინ როდესაც თითქოს ამ მიმართულების მოსაგვარებლად ჩასული იყო იქ პარლამენტის თავმჯდომარე, მაშინ ასეთი ფორმით, როდესაც პროკურორი არის მოსამართლე და ასამართლებს ერთი და იმავე საქმისთვის პოლიტიკოსს და მაშინ, როდესაც აქ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა დასპონსორებული ჩვენი დასავლელი მეგობრების მიერ, მაშინ ძალიან ნათელი მესიჯი იქნა გაგზავნილი დასავლეთისკენ, რომ საერთოდ არ აინტერესებთ მათი აზრი“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს
შემდეგი სტატიაშეშფოთებული ვარ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგუალავასთან მიმართებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო