გიგი უგულავა ქეთევან წამებულის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე პასუხისმგებლობას დედაქალის მერიას და “ყაზტრანსგაზ თბილისს“ აკისრებს
მნიშვნელოვანი
- გიგი უგულავა ქეთევან წამებულის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე პასუხისმგებლობას დედაქალის მერიას და “ყაზტრანსგაზ თბილისს“ აკისრებს
სხვა სტატიები
- (video) ეს არის არა სამართლებრივი, არამედ მკაფიოდ პოლიტიკური პროცესი – ელენე ხოშტარია
- “სააკაშვილი არის წარსული, ეს მისი გადაწყვეტილებაა,”- ირაკლი ალასანიას გუნდი უკრაინის მოქალაქეობაზე სააკაშვილის გადაწყვეტილებას აფასებს
- “მოგიწევთ არც თუ იშვიათად პარლამენტში ყოფნა”- ვახტანგ ხმალაძე ირაკლი შოთაძეს მიმართავს
თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ქეთევან წამებულის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე პასუხისმგებლობას დედაქალის მერიას და “ყაზტრანსგაზ თბილისს“ აკისრებს.
“ერთი რამ ფაქტია, „ყაზტრანსგაზი“, თბილისის გაზის კომპანია რჩება კანტორად და სანამ ეს მფლობელები იქნებიან, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არის დანიშნული, სანამ ის ხელმძღვანელობა იქნება, რომელიც მერს აწყობს და არა საქმეს, მანამდე ეს კომპანია იქნება კანტორა. მე არ მინდა ახლა ხელი გავიშვირო, რადგან 7 ადამიანია დაღუპული და ამ კორპუსში წევს. თუ გვინდა სიტუაცია გამოსწორდეს, ეს კომპანია კომპანია უნდა გახდეს და არა საბჭოთა გაზის კანტორა, სადაც არავინ არაფერზე აგებს პასუხს.
არსებობს უამრავი მეთოდი, გაზის დეტექტორები და არ ღირს ძვირი, რომელიც შეიძლება კომპანიამ შეიძინოს ან თვითონ მერიამ მოიკვლიოს, შეიძინოს და საჩუქრად გადასცეს მოსახლეობას, სულ 300 ათასი აბონენტია თბილისში. სხვანაირად ჩვენ ვიქნებით უკან მიდევნებული ლამპარივით, ვსდევთ სიკვდილს, რომელიც ჩვენს ქალაქში ხან ერთ, ხან მეორე კორპუსში დაისადგურებს“, – განაცხადა უგულავამ.