გიგი უგულავა – პროპორციული არჩევნები არის ერთადერთი სამართლიანი გზა, გაირკვეს, ვის უჭერს ხალხი მხარს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, პროპორციული არჩევნები არის ერთადერთი სამართლიანი გზა და ამ აზრის გარშემოა გაერთიანებული მთელი ოპოზიციური და არასამთავრობო სპექტრი, გარდა „ოცნებასთან“ ასოცირებული NGO-ებისა. როგორც უგულავამ აღნიშნა, პროპორციული არჩევნები არის ერთადერთი სამართლიანი გზა, გაირკვეს, ვის უჭერს ხალხი მხარს.

„საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, საქართველოში მოქმედი პარტიების, პრაქტიკულად, აბსოლუტური უმრავლესობა, არასამთავრობოების უდიდესი ნაწილი, გარდა იმათი, ვინც „ქართული ოცნების“ შექმნილია, ყველა მხარს უჭერს პროპორციულ არჩევნებს, რადგან პროპორციული არჩევნები არის ერთადერთი სამართლიანი გზა, გაირკვეს, ვის უჭერს ხალხი მხარს. მთავარია ის, რამდენ პროცენტსაც მიიღებს, რამდენი ადამიანიც დაუჭერს მხარს, იმდენი ხმა ექნება პარლამენტში, ეს 2×2=4, „ქართული ოცნება“ ჩვენ გვეუბნება, მაცადეთ 2024-მდე და მანამდე 2×2 იყოს 9-ო. ჩვენი პასუხია, რომ ახლა, დღეს დაერქვას ყველაფერს სახელი, რაც ძალიან მარტივია, 2×2 არის 4. ეს არის სწორი გამოსავალი, თუ გვინდა სწრაფი განვითარება, ეკონომიკური ზრდა, პოლიტიკური რეფორმები და არ გვინდა ის პრობლემები, რომლებიც 90-იანებიდან მოგვყვება – იცვლება ხელისუფლებები, თუმცა სამართალი ისევ ქუჩაშია და ხალხი მას ქუჩაში ეძებს, სახელმწიფო ინსტიტუტების თავგასულობა, დაუბალანსებელი ძალაუფლება, არაფორმალური მმართველობა, ეს არის ყველაფერი გამომდინარე ამ მანკიერი სისტემიდან. ჩვენ როდესაც პროპორციულ არჩევნებზე ვსაუბროიბთ, ეს ნიშნავს მთელი ამ პრობლემების გევრდზე გადაწევას და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, რაც ოცნებას არ უნდა, მაგრამ მოუწევს ძველ სისტემასთან ერთად ისტორიის წარსულს ჩაბარდეს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიკორექტულობისკენ მოწოდება თუ შეგინებას ნიშნავს, ჩათვალოს, რომ შეგინებულია – ბერაია
შემდეგი სტატიანაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში განსახილველად წარადგინა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა