“გიგი უგულავა ფოთში მოსაპარად და დასანგრევად ჩამოვიდა”

ჩვენს კანდიდატს ფოთში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კაცი, უგულავა, უპირისპირდება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთში გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მერობის კანდიდატი ქალაქის გასანადგურებლად ჩამოვიდა.

“დღეს ვინ უპირისპირდება ახალგაზრდა პერსპეტიულ კაცს – ბექას და ,,ოცნებას”? – ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კაცი გიგი უგულავა… რისთვის ჩამოვიდა? ისევ მოსაპარად, დასანგრევად.. მეორედ ამის უფლებას ამ ადამიანებს არ მივცემთ.ამ ადამიანებმა უნდა დატოვონ პოლიტიკა.მ ათი ადგილი არ არის მომავლის პოლიტიკაში !” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითაბაგარი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო
შემდეგი სტატიაკალაძე: ჩვენ სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული