გიგი უგულავა: პარტია გაყოფილი კი არა, დანგრეულია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ პარტია გაყოფის წინაშეა.

გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდა, რომელიც არც უარყოფს და არც ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ყრილობის 20 იანვარს ჩატარების მოწინააღმდეგები პარტიიდან გასვლის შესახებ განცხადებას 12 იანვარს გააკეთებენ.

მისი თქმით, პარტიის ერთიანობის შენარჩუნების რესურსი პრაქტიკულად, აღარ არსებობს.

„ეს პარტია გაყოფის წინაშეა. როდესაც ადამიანები ერთმენთს გამარჯობას არ ეუბნებიან, ნიშნავს რომ ფუნდამენტური პრობლემებია. პარტიის ერთიანობის შენარჩუნების რესურსი, პრაქტიკულად, აღარ არის. არ ვადასტურებ არანაირ გაყოფას, რადგან პარტია გაყოფილი კი არა, დანგრეულია. სამწუხაროდ, ყველას ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს ამ პროცესში. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ახალი პარტია უნდა შეიქმნას და ის, რომ ჩვენმა თანამოზარეებმა ახალი პარტია გავაკეთოთ რთული წარმოსადგენია და არ არის ადვილი გადაწყვეტილება“, – განაცხადა უგულავამ.

მისივე შეფასებით, როდესაც წინსვლა და პროგრესი შეუძლებელია, „მაშინ უნდა მიიღო გადაწყვეტილება სად დარჩები – აირჩევ პროგრესს, თავისუფლებას, თუ გადაეშვები ნაციონალურ, პოპულისტურ დემაგოგიაში, რომელიც საზოგადოებას არაფერს მოუტანს“.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, რამდენიმე დღეში, „ნაციონალური მოძრაობის“ ის გუნდი, რომელიც მასთანაა დაპირისპირებული, პარტიას დატოვებს.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე: თუ ძიება მართლა ამ ვერსიაზე მიდის, შეიძლება სხვა პიროვნებებს ბრალი უფრო დაუმძიმონ
შემდეგი სტატიამაია რჩეულიშვილი საავადმყოფოდან ისევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს