გიგი უგულავა: პარლამენტის მიმართ ნდობა დაკარგულია

არ წამიკითხავს, არ გავცნობილვარ, როცა გავეცნობი შემდეგ გავაკეთებ კომენტარს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ეუთო-ს დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, როგორც უგულავა ამბობს, მეორე ტურებიც სიყალბეა, რის გამოც ოპოზიცია მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

„პარლამენტის მიმართ ნდობა დაკარგულია, პოლიტიკური ოპოზიციის გადაწყვეტილება, რომ ამ სიყალბეში მონაწილეობას არ მიიღებს, არის შეუვალი და არანაირ გადახედვას არ ექვემდებარება. დანარჩენი, ახლა დოკუმენტი, რომელსაც არ გავცნობილვარ, ვინც არ უნდა მოგვიწოდოს ეს, თუ სიყალბე დარჩება და ჩვენ ვხედავთ სიყალბის გაფორმებას, მეორე ტურები არის ასევე სიყალბე და ჩვენს მოქალაქეებს მინდა მოვუწოდო, არ მიიღონ მონაწილეობა მეორე ტურში, რადგან ის ზუსტად იგივენაირი სიყალბეა, რა სიყალბეც ჩაატარა 31 ოქტომბერს. დანარჩენ დეტალებზე ნებისმიერი დოკუმენტის როცა გავეცნობი, მაშინ გავაკეთებ კომენტარს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელის, ფინელი პარლამენტარის, პია კაუმას განცხადებით, საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იყო კონკურენტული და ზოგადი ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული.

banner
წინა სტატიაშიმაიკ პომპეო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება
შემდეგი სტატიაზაალ უდუმაშვილი : ასეთი სანახაობრივი აქცია დიდი ხანია, თბილისს არ ახსოვს