გიგი უგულავა : ოპოზიცია პარლამენტის სხდომის პირველ დღეს ცალკე ღონისძიებებს გეგმავს, რომელზეც რამდენიმე დოკუმენტს მოეწერება ხელი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიცია პარლამენტის სხდომის პირველ დღეს ცალკე ღონისძიებებს გეგმავს, რომელზეც რამდენიმე დოკუმენტს მოეწერება ხელი. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია ხელს მოაწერს საერთო დეკლარაციას, რომელიც ახალ არჩევნებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ცესკო-ს ახალ შემადგენლობას შეეხება.

მისი თქმით, პოლიტიკოსები ასევე ხელს მოაწერენ სიის ჩახსნის თაობაზე დოკუმენტს.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენ ამ გაყალბებული პარლამენტის შეკრების დღეს ცალკე ღონისძიებას ვაპირებთ. ამ ღონისძიების სავარაუდო ადგილი იქნება მეტეხის პლატო. შინარსი არის შემდეგი – ხელი მოეწერება საერთო, დიდ დეკლარაციას იმ მოთხოვნებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ეს არის რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ცესკო-ს ახალი სისტემით, ახალი შემადგენლობით დანიშვნა. ამ დეკლარაცაის ხელს მოაწერს ყველა ის პარტია, ვინც ეთანხმება. შესაბამისად, არ არის შეზღუდული პარტიები. მეორე დოკუმენტს ასევე ხელს მოაწერენ ის პარტიები, რომლებმაც ფორმალურად, ცესკო-ს მონაცემებით, გადალახეს ბარიერი. შესაბამისი უფლებამოსილი პირები ხელს მოაწერენ სიის ჩახსნის დოკუმენტს. მესამე და მთავარი დოკუმენტი არის ის, სადაც ყველა, ფორმალურად გასული, დაახლოებით 60 დეპუტატი ხელს მოაწერს, რომ არ აპირებს სიყალბეში მონაწილეობას და მიმართავს პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რომელიც კანონით არის დადგენილი“,-განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე : კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დავიცვათ ყველა შეზღუდვა
შემდეგი სტატიააჭარის მთავრობის სახლთან დაპირისპირებისას ერთი პირი დააკავეს