გიგი უგულავა – ოფისში მოძალადეს არ შემოვუშვებთ

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელის გიგი უგულავას განცხადებით, არავის აქვს უფლება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შესვლის, განსაკუთრებით კი ჩხრეკის ჩატარების.

უგულავას თქმით, როდესაც სახელმწიფო კონსტიტუციური წესრიგიდან გადის და როდესაც სახელმწიფო უწყებები ერთ ადამიანს ემორჩილებიან, ასეთ დროს მოქალაქე ვალდებულია, რომ ამას არ დაემორჩილოს.

„ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესააც ჟურნალისტებმა კითხვა: რა გეგმები გაქვთ, მგონია, უნდა ჰკითხოთ გახარიასა და გომელაურს. ჩვენ ვართ შენობაში, ეგენი იქნებიან გარეთ. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, რვა წელიწადია, ჩვენ ვართ გარეთ და ისინი შიგნით, არა გამაგრებული. ჩვენ ვართ ოფისში. გამაგრება სჭირდება იმას, ვისაც ნერვები არ აქვს წესრიგში და ასეთი მგონია, ხელისუფლებაში ბევრი ჰყავთ. აქედან გამომდინარე, აქ არიან დეპუტატები, მათ არანაირი კანონიერი უფლება არ აქვთ აქ შემოსვლის, მით უმეტეს ჩხრეკის. ჩვენ ვართ კონსტიტუციით აღჭურვილები და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მოძალადეს არ შემოვუშვებთ. თქვენ შემოუშვებდით თქვენს სახლში მოძალადეს? მოძალადე გინდ ფორმიანი იყოს და გინდ უფორმო, რა დაგვავიწყდა, რომ მხედრიანი რომ იყო? ფორმალურად ეს არის კანონის დარღვევა, კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, რადგან საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უმაღლესი კანონი არის კონსტიტუცია, კონსტიტუცია ირღვევა და როდესაც სახელმწიფო კონსტიტუციური წესრიგიდან გადის და როდესაც სახელმწიფო უწყებები ერთ ადამიანს ემორჩილებიან, მის ხუშტურს და არა კანონს, მე როგორც მოქალაქე, ვალდებული ვარ, დავიცვა ჩემი თავი, ოჯახი, მეგობრები და ჩემი ღირსება.

დარწმუნებული ვარ, ვინც კონსტიტუციის მხარესაა, რა არის კონსტიტუცია, უზენაესი კანონი, ის გაიზიარებს და ვისაც ჯანსაღი აზრი ჯერ კიდევ შერჩენია, ის გაიზიარებს, დანარჩენი გეგმებზე აწი, უკვე ჰკითხეთ გახარიას. ჩვენი შუალედური გეგმაა, თუ თოვლი არ დადნა, გარეთ იქნება გუნდაობა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ვირუსის ბლოკატორები