გიგი უგულავა – „ოცნების“ ყველა დეპუტატი იქნება ფურთხის ღირსი

საქართველოში ჩატარდება პროპორციული საპარლამენტო არჩევნები ან საერთოდ არ ჩატარდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე იმყოფება.

„რთულია ვითარება, მაგრამ რთულად არ უნდა მოვყვე. ივანიშვილმა გადააგდო ხალხი, ახლა ხალხმა უნდა გადააგდოს ივანიშვილი. არჩევნები გაუქმებულია, აღარ არსებობს. ამ ქვეყანაში ან ჩატარდება პროპორციული საპარლამენტო არჩევნები, ან საერთოდ არ ჩატარდება. როგორ? ნახავს. „ოცნების“ ყველა დეპუტატი იქნება ფურთხის ღირსი, ყველგან, სადაც წავლენ, დასასვენებლად წავლენ, იქ მიწვდებიან, იქ შეაფურთხებენ სახეში. ყველაზე კონკრეტული გეგმა არის ფურთხი სახეში. შეგხვდებათ კოლექტიური ბერაია? ფურთხი მაგათ, რადგან დღევანდელი „ქართული ოცნება“ არის ფურთხის ღირსი, მეტი გამოსავალი არ არის. არჩევნები გაუქმებულია, მორჩა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია-” ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და დავიბრუნოთ არჩევნები”
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს – გარისკე, მეგობარო, ჩამოდი