გიგი უგულავა : მთელ მსოფლიოს, მათ შორის მაიკ პომპეოს ვუგზავნით გზავნილს, რომ ვართ თავისუფლების მოყვარე ერი, რომელიც არ შეეგუება არჩევნების გაყალბებას

მთელ მსოფლიოს, ისევე როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ვუგზავნით გზავნილს, რომ ამ ხელისუფლებისგან განსხვავებით, ვართ თავისუფლების მოყვარე ერი, რომელიც არ შეეგუება არჩევნების გაყალბებას. ეს არის მთავარი გზავნილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განუცხადა.

მისი თქმით, ფილარმონიიდან ოპერისა და ბალეტის თეატრის ჩათვლით, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და ლიდერები არჩევნების გაყალბებას მდუმარე აქციის საშუალებით აპროტესტებენ.

“ადამიანები, ვისაც მიაჩნიათ, რომ არჩევნები არის გაყალბებული და რომ საქართველო იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, გამოვლენ, დადგებიან აქ სიმბოლურ სტიკერზე და გააპროტესტებენ. დღეს პოლიტიკური გამოსვლები არ იქნება და ვფიქრობთ, რომ ეს პროტესტი მსვლებობით დავასრულოთ. გზავნილი მაიკ პომპეოსადმი რამდენიმეა: შეწყდეს სახელმწიფოს მიტაცება რუსი ოლიგარქის მიერ და მადლობა ჩვენი თავისუფლების მხარდაჭერისთვის. რაც შეეხება პარლამენტში შესვლას, პარლამენტის მიმართ ნდობა დაკარგულია და ოპოზიციის გადაწყვეტილება, რომ ამ სიყალბეში მონაწილეობას არ მიიღებს, შეუვალია და არ ექვემდებარება გადახედვას. მეორე ტურიც ასევე სიყალბეა და მოქალაქეებს მინდა მოვუწოდო, რომ არ მიიღონ მონაწილეობა მეორე ტურში“, – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია მაიკლ პომპეოს შეხვდა
შემდეგი სტატიაპომპეო საპატრიარქოში ილია მეორეს შეხვდა