გიგი უგულავა მთავრობას ფაროსანას თემაზე რუსეთთან საუბარსაც ურჩევს

გიგი უგულავა მთავრობას ფაროსანას თემაზე მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან საუბარს ურჩევს. როგორც “ევროპული საქართველოს” ლიდერმა პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პრობლემის ერთ-ერთი ეპიცენტრი სოჭშია. უგულავას თქმით, ასევე აუცილებელია საუბარი თურქეთთან და აზერბაიჯანთან. უგულავა მიიჩნევს, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს პრემიერ-მინისტრი უნდა ხელმძღვანელობდეს.
”ვაშლი და ყურძენი გაცილებით უფრო მოწყვლადია და მაინტერესებს თქვენი პროგნოზი, პრობლემას უნდა ველოდოთ თუ არა გაისად ქართლში და შემდეგ უკვე კახეთში. თქვენი დამოკიდებულება აჩვენებს, რომ აპირებთ არა ფართომასშტაბიან ბრძოლას, არამედ ფრაგმენტულს ამ პრობლემის წინააღმდეგ. ჩვენი პოზიციაა, რომ უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა. შტაბს უნდა ხელმძღვანელობდეს პრემიერ-მინისტრი. მთავრობა უნდა იყოს ქუთაისსა და ზუგდიდში. მოსაშველებელია თურქეთი, აზერბაიჯანი. საჭიროების შემთხვევაში, რუსეთთან ამაზეა ზუსტად სალაპარაკო, რადგან ეპიცენტი სოჭიდან მოდის. ასევე მოსაძიებელია ინფორმაცია, თუ რა ხდება აფხაზეთის ტერიტორიაზე. მთელი რიგი საკითხებია, რომელიც არის ყურადღების მიღმა და ეს ტოვებს ლეგიტიმურ ეჭვს მოსახლეობაში, რომ მთავრობა ”გალაჩკით” აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას”, – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიჯანელიძე ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას საკითხზე გაერო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ისაუბრებს
შემდეგი სტატიასუს-ის მოთხოვნით, ტატუნაშვილის საკითხზე ერგნეთში სპეციალური შეხვედრა გაიმართება