გიგი უგულავა – მრჩება შთაბეჭდილება, რომ დოკუმენტი, რომელიც დაიდო მაგიდაზე, „ქართულ ოცნებასთან“ შეჯერებულია, ამის გარკვევას აუცილებლად ვაპირებ, რადგან ეს ამახინჯებს პროცესს

მრჩება შთაბეჭდილება, რომ დოკუმენტი, რომელიც დღეს დაიდო მაგიდაზე, „ქართულ ოცნებასთან“ მეტნაკლებად შეჯერებულია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, არ არის მისაღები თუ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი თანასწორია, მაგრამ ვიღაცა თანასწორზე უფრო თანასწორია.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ეს დრაფტი თუ წინადადება, რომელიც დღეს ჩვენ გვემცნობა, უკვე გავლია, ან მისი დეტალები მათთვის ცნობილია. ეს თუ ასე დადასტურდა, ყველას პატივისცემის მიუხედავად, ეს ვერ იქნება სრულფასოვანი ვერც მედიაცია და ვერც ვერაფერი. მე მაქვს შთაბეჭდილება, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ის მეტნაკლებად შეჯერებულია. აბა მაშინ რა რაციონალია ორჯერ პოლიტსაბჭოს შეკრება. იმას არ მივიღეთ თუ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი თანასწორია, მაგრამ ვიღაცა თანასწორზე უფრო თანასწორია. გუშინ მოხდა ტექსტის შეთანხმება, ეს გაირკვევა თუ, ეს სულ სხვა რამეა, ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ შეჯერებულია და ახლა შენ გიგდებენ მაგიდაზე. ბავშვი არავინ არ არის. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ სამოსანი მოწაფეებივით არ ველაპარაკებით პარტნიორებს. ჩვენ მათ ველაპარაკებით თანასწორად. თუ აღმოჩნდა ასე ეს მთლიანად აყირავებს პროცესს და ნდობას პროცესის მიმართ“, – განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, ლეგიტიმური ეჭვი აქვს, რომ დღეს მოლაპარაკების მაგიდაზე ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ არათანაბარ პირობებში დასხდნენ.

„ლეგიტიმური ეჭვი მაქვს და ვფიქრობ დასაბუთებული, რომ ჩვენ დღეს მაგიდაზე დავსხედით არათანაბარ ვითარებაში, რადგან „ქართული ოცნება“ ინფორმირებულია, რა ეწერა და ოპოზიციიდან შემიძლია 100 პროცენტით ვთქვა, რომ არც ერთი პარტიის წარმომადგენელს, რომელიც მოლაპარაკებაში მონაწილეობას, ეს ტექსტი ვიდრე მაგიდაზე დასხდებოდნენ, არ აქვთ ნანახი. ეს არის საკითხი, რომლის გარკვევას მე აუცილებლად ვაპირებ, რადგან ეს საკითხი არსებითად ცვლის და ამახინჯებს მთლიანად პროცესს“, – განაცხადა უგულავამ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „ლელო“ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, თუ არ გათავისუფლდებიან ნიკა მელია და გიორგი რურუა
შემდეგი სტატიარუსთავის ერთ-ერთ კომპაქტურ განსახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს ჰუმანიტარული დახმარება გაეწია