გიგი უგულავა: მკაცრად აგებთ პასუხს-დედა გეტირებათ

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა მარნეულში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და წერს, რო ხელისუფლების მსგავსი საქციელით მხოლოდ ოპოზიცია ძლიერდებ. მისი თქმით, დამნაშავეები მკაცრად აგებენ პასუხს.

კალაძემ ორი დღის წინ თათბირი ჩაატარა და ხელშეუხებლობის გარანტია მისცა ზონდერობას. პირდაპირ დავალება მისცა ტელევიზიებზე. ფორმულა, მთავარი, პიტველი – პირდაპირ განუსაზღვრა სამიზნეები. ხელისუფლების მხრიდან ასეთი საქციელით, მხოლოდ ოპოზიცია ძლიერდება. მკაცრად აგებთ პასუხს-დედა გეტირებათ, – წერს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ “მთავარი არხის” 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ, ადგილორბივ კორესპონდეტნს თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია მთავარი არხის ტექნიკაც.

“მთავარი არხის” გარდა თავს დაესხნენ ადგილზე მყოფ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფსაც. მათ კამერა დაუმტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი გიგი სიჭინავას ნახატების გამოფენას დაესწრო