გიგი უგულავა – „MEGOBARI აქტის” მიღება ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება” იქნება კეთროვანი – ეს აქტი მნიშვნელოვანია, რათა „ოცნებას” გაეფანტოს ილუზიები, რომ ლობისტების საშუალებით რამეს მოივაჭრებენ

„MEGOBARI აქტი” არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტი იმიტომ, რომ ხშირად გვავიწყდება ერთი რამე: ამერიკის შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილი და ოთარ ფარცხალაძე დასანქცირებული ჰყავს როგორც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშურ და ქართული დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში შემჩნეული პირები.

ახლა “ქართული ოცნება” ხავსს ეჭიდება, რომ ეს წინა ადმინისტრაციის პირობებში იყო. ამიტომ მნიშვნელოვანია ეს აქტი, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ “ქართულ ოცნებას” გაეფანტოს ილუზიები, რომ ვიღაცის, ლობისტების საშუალებით რამეს მოივაჭრებენ. ამიტომ, 27 მარტს დაიწყება ამ აქტის განხილვა და როდესაც ეს აქტი მიიღება ეს ნიშნავს, რომ კანონის დონეზე აეკრძალება ამერიკის ადმინისტრაციას ამათთან ურთიერთობა. ანუ ესენი იქნებიან სრული კეთროვანები საერთაშორისო თვალსაზრისით. შესაბამისად, გაცილებით უფრო მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

ადამიანებმა, რომლებიც საკუთარ ხალხს ჩაგრავენ, სცემენ, აუბედურებენ, დიდი პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადონ. სამართლებრივიც, თუმცა ჯერ პოლიტიკური. „მეგობარი აქტი“ ამ თვალსაზრისით უნივერსალური ინსტრუმენტი იქნება”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშითბილისში MEGOBARI აქტის მხარდამჭერი მარში იმართება
შემდეგი სტატიაჯო უილსონი – მამაცი ქართველი ხალხი უარყოფს ივანიშვილის ტირანულ რეჟიმსა და მის მცდელობებს მიყიდონ საქართველო ირანულ რეჟიმსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას – აშშ გვერდით უდგას საქართველოს!