გიგი უგულავა: მათ ებრძოლონ პლაკატებს, ბანერებს, ჩვენ ვებრძვით სიღარიბეს, უმუშევრობას, უიმედობას

“ქართული ოცნებისგან რაღაც საარჩევნო ველურობა ყოველთვის მოსალოდნელი იყო, წინა არჩევნებიდან ჩვენ ეს ვნახეთ. მეტნაკლები სიწყნარით მიდიოდა წინასაარჩევნო პერიოდი, მაგრამ ვანშში განსაკუთრებით, ყოველ ღამე როცა პლაკატები ჩამოხეული გვხვდებოდა, იმ ღამეს ვანის მერი ღამის ეკონომიკის ავითარებდა როგორც ჩანს, რაც ჩემი პლაკატების ხევაში გამოიხატა.

იმ დღეს თურმე უცებ ქარი ამოვარდა ვანში და მხოლოდ ჩემი პლაკატები ჩამოხია, ჭიჭინაძის დატოვა. დღეს უკვე ბანერს მიადგნენ და სახე ამოჭრეს ჩემი… მათ ებრძოლონ პლაკატებს, ბანერებს, ჩვენ ვებრძვით სიღარიბეს, უმუშევრობას, უიმედობას”-აცხადებს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, ხონში გიგი უგულავას პლაკატი დააზიანეს.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავამ ხმა ხონში N3 საარჩევო უბანზე მისცა
შემდეგი სტატიამეტრეველის სახელობის საჩოგბურთო კომპლექსში ქალთა საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს