გიგი უგულავა: კრიზისი გარდაუვალია და ამ კრიზისზე პასუხისმგებელი არის ბიძინა ივანიშვილი

“პირველი და მთავარი ამოცანა არის “ქართული ოცნების” სრული საერთაშორისო იზოლაცია, იმიტომ, რომ არაღიარებული პარლამენტის მიერ დანიშნული მთავრობა არის არალეგიტიმური და შესაბამისად, შერჩეული პრეზიდენტიც იქნება არალეგიტიმური. თუ იქნებიან ჩრდილოეთ კორეასავით, შეეძლებათ იარონ, თავის თავს ელაპარაკონ და მათ არავინ დაელაპარაკება. ამას შემდეგ მოჰყვება, ბუნებრივია, საერთაშორისო სანქციები. ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება მტკიცე წინააღმდეგობის პირობებში.

კრიზისი გარდაუვალია და ამ კრიზისზე პასუხისმგებელი არის ბიძინა ივანიშვილი. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი. ივანიშვილმა, პრაქტიკულად, ცივილიზაციურ კრიზისში შეიყვანა ქვეყანა. ეს იქნება ცივილიზაციური არჩევანი, ეს იქნება კეთილდღეობის არჩევანი, იქნება იქნება ევროპული არჩევანი და რომლისთვისაც ბრძოლა მოგვიწევს. მოგვიწევს უთანასწორო ბრძოლა, მაგრამ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ,” – განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე აქცია ლოზუნგით „ჩვენ ვართ ევროპა“ იმართება.

დემონსტრაციაში მონაწილეობას იღებენ როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. პროტესტის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და შესაბამისად, პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და ითხოვენ, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს.

banner
წინა სტატიაშიგია ჯაფარიძე – ჩვენ გვაქვს მიზანი, გავაუქმოთ გაყალბებული არჩევნები და დავანიშნინოთ ახალი – ხალხმრავალი აქციები საჭიროა
შემდეგი სტატია“საქართველო ევროპის ნაწილია და რუსეთი ვერ გაიმარჯვებს!” – მარკო მიხელსონი