გიგი უგულავა: ყოფილმა გირჩმა აწ უკვე ქლიავების პარტიამ ოცნებას მოუწოდა არ ეყარა კენჭი უფლებამოსილების შეწყვეტისთვის

ლუსტრაცია გრძელდება! ყოფილმა გირჩმა აწ უკვე ქლიავების პარტიამ ოცნებას მოუწოდა არ ეყარა კენჭი უფლებამოსილების შეწყვეტისთვის – სადაა მეგობრებო არჩევანის თავისუფლება, კონსტიტუციის პატივისცემა, – წერს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიგი უგულავა „ფეისბუქში“.

„მერე, ელჩი ჰარცელის მუქარამ, რომ ფასილიტაციიდან ელჩები გავიდოდნენ, ქოცები დააპანიკა, ახალ ქოცებსაც უტყდებოდათ კენჭისყრა. აირია ქოცისტანი და კენჭისყრა ჩააგდეს. ერთი ადგილი არ ეყოთ, მუხლები აუკანკალდათ, მარტო დარჩენის შეეშინდათ და რაც გაქაჩეს ესაა – ელისაშვილს გაყალბებაზე ლაპარაკი აუკრძალეს, მანაც მორჩილად ცხვირი დახარა. ბოიკოტი კი გრძელდება, მოთხოვნები უცვლელია: რიგგარეშე არჩევნები და გიორგი რურუას განთავისუფლება. ბოიკოტი მუშაობს – გარეთაა დანარჩენი პოლიტპატიმრები. ერთი სიტყვით, როგორც ეროვნული მოძრაობის დროს ამბობდნენ – კრემლმა უკან დაიხია. ახლა მთავარია ბოლომდე მივაწვეთ“, – წერს გიგი უგულავა „ფეისბუქში“.

banner
წინა სტატიაშითამარ გაბუნია – უკვე შერჩეულია ის დაწესებულებები, სადაც მოხდება პირველი ჯგუფების ვაქცინაცია, ასე ვთქვათ, ვაქცინაციის ცენტრები
შემდეგი სტატიამუხრან ბურჭულაძე: ელისაშვილი იყო უპრინციპობის მაგალითი თუ როგორია ხალხის ღალატის ფასი