გიგი უგულავა – ივანიშვილი ქართველი ერისთვის არის ბოროტი ძიძა

region
ავტ.: region იანვარი 13, 2021 16:15

გიგი უგულავა – ივანიშვილი ქართველი ერისთვის არის ბოროტი ძიძა

ოპოზიცია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა “ქარაქუცა პოლიტიკოსები” უწოდა, ივანიშვილის გამომშვიდობებას ეხმაურება.

გიგი უგულავა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი კობახიძის სახით ხელისუფლებაში ბერკეტებს იტოვებს და ამავდროულად სურს ხელოვნური ოპოზიციის შექმნაც.

“ის, რომ კობახიძე დატოვა პარტიის თავმჯდომარედ, ნიშნავს, რომ ის არსად არ წასულა, იმიტომ რომ ყველაზე მეტი უვარგისი და ყველაზე მეტად მონა დატოვა თავის შემცვლელად, რაც ნიშნავს იმას, რომ ის აპირებს ბერკეტების შენარჩუნებას. ზოგადად სურვილი, რომ აკონტროლებდე ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, ეს არის ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმების სურვილი და მან ეს ღიად გამოთქვა, მაგრამ ერთია სურვილი, მეორეა რეალობა, რვა წელიწადი ეს ამ სურვილს ახმოვანებდა, სურდა შეექმნა ხელოვნური ოპოზიცია, ხელისუფლება როცა იწყებს კონსტრუქციულ ოპოზიციაზე საუბარს ის ხელისუფლება საზოგადოებამ პანჩურით უნდა გააგდოს, ივანიშვილი არის ქართველი ერისთვის ბოროტი ძიძა, რომელმაც მხოლოდ და მხოლოდ უბედურებები და ჭრილობები მოუტანა ” , –ამბობს “ევროპული საქართველოს” გენერალური მდივანი გიგი უგულავა

სალომე სამადაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს აწუხებს ის რომ ამომრჩეველთა უმრავლესობამ ხმა ბოლო არჩევნებზე ოპოზიციას მისცა, ასევე, შესაძლოა ივანიშვილს აქვს ილუზიები, რომ ახალი პოლიტიკური პროექტი, განზე გამდგარმა წამოიწყოს.

“ივანიშვილის სიტყვებით “ქარაქუცა” ოპოზიციას მისცა ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობამ ხმა უკანასკნელ არჩევნებზე და სწორედ ეს არის, რაც აწუხებს ბიძინა ივანიშვილს, უცნაურია მისი საუბარი იმაზე, რომ “ქართული ოცნება” სურს იხილოს ოპოზიციაში და სხვა პოლიტიკურმა ძალამ ჩაანაცვლოს “ოცნება”. როგორც ჩანს, მას რაღაც ილუზიები აქვს, რომ ახალი პოლიტიკური პროექტი წამოიწყოს, ოღონდ ამჯერად ისე, რომ თვითონ არ გამოჩნდეს და ქართველ ხალხს საბოლოოდ ამითი შეეცდება, რომ წაართვას დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრების შანსი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამისი არანაირი სივრცე, რეალურად არ არსებობს” ,– ამბობს ენმ–ს ლიდერი სალომე სამადაშვილი

region
ავტ.: region იანვარი 13, 2021 16:15