გიგი უგულავა ირაკლი იაშვილს მიმართავს – რადგან არ ისვენებთ და ტარაკანასავით ბჟუიხართ, პასუხი იქნება სასტიკი, სამართლიანი და პროპორციული

region
: region მარტი 9, 2019 11:57

გიგი უგულავა ირაკლი იაშვილს მიმართავს – რადგან არ ისვენებთ და ტარაკანასავით ბჟუიხართ, პასუხი იქნება სასტიკი, სამართლიანი და პროპორციული

რადგან არ ისვენებთ და ტარაკანასავით ბჟუიხართ, პასუხი იქნება სასტიკი, სამართლიანი და პროპორციული, – ასე ეხმაურება წინა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლასთან დაკავშირებით ბიზნესმენ ირაკლი იაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა.

„ეს კაცი იმ 9 წლის მანძილზე ალბათ 9-ჯერ მყავს ნანახი ვანო მერაბიშვილის კაბინეტში. ზოგჯერ ჩაიზე, ზოგჯერაც ვისკიზე. ამიტომ, სჯობს გაჩუმდეს და საქმე/ტოლი ნახოს. ზოგადად, დამთავრდა ის დრო როცა ცალ კარში თამაშობდით. პრობლემები ნამდვილად ქონდათ ბიზნესმენებს ჩვენ დროს, ისევე როგორც ჩვენამდე და ახლაც. მთავარია ეს პრობლემები გვარდებოდა თუ არა და ქვეყანა ვითარდებოდა თუ არა. ამიტომ ძვირფასო ირაკლი (იგივე….) და ყველა ვინც რიგში აპირებთ დგომას და ნაცვლად ბიზნესის დღევანდელი პრობლემებისა წარსულზე აპირებთ საუბარს, კი ბატონო! გავიხსენებ ყველაფერს ვინ როდის ვის უკანალში ლამობდით ძრომიალს. გნებავთ?! ვერ ვიტყვი რომ სიამოვნებას მგვრის ამაზე დროის ხარჯვა, ბევრად მეტი პრობლემაა ამ ქვეყანაში, მაგრამ რადგან არ ისვენებთ და ტარაკანასავით ბჟუიხართ, პასუხი იქნება სასტიკი, სამართლიანი და პროპორციული. დე დაერქვას ყველას თავის სახელი და არა მარტო ზარდიაშვილს​“, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

ბიზნესმენმა ირაკლი იაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მასსა და მის კომპანიებზე 2004 წლიდან არნახული შეტევა დაიწყო. ამის მიზეზი კი, იაშვილის შეფასებით, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციაში მისი ყოფნა იყო.

region
: region მარტი 9, 2019 11:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,967
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics