გიგი უგულავა : გარდამტეხ ცვლილებებს ალტერნატივა არ აქვს

admin
ავტ.: admin სექტემბერი 23, 2020 11:09

გიგი უგულავა : გარდამტეხ ცვლილებებს ალტერნატივა არ აქვს

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდის ოლქში, გიგი უგულავა, ზუგდიდში ადგილობრივებს შეხვდა და მათთან ხელშეკრულება დადო. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსსამსახური ავრცელებს.

როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, დღეს, როგორც ზუგდიდში, ისე მთლიან საქართველოში, მძიმე სოციალური და ეკონომიკური კრიზისია.

უგულავას თქმით, ამ ყველაფერს გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება, სწორედ ამიტომ, „ევროპული საქართველო“ დებს ხელშეკრულებას მოქალაქეებთან და იღებს შესრულების ვალდებულებას იმ რეფორმებზე, რომლებიც ქვეყანას გარდამტეხ ცვლილებებს მოუტანს.

„ქალაქ ზუგდიდში, ისევე როგორც ზუგდიდის რაიონის ყველა სოფელში, ერთი და იგივეს გაიგონებ, რომ ივანიშვილი უნდა წავიდეს, ცვლილებების დრო არის, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, ეს არის გავრცელებული შეგრძნება, რაც ჩვენ მოქალაქეებს აქვთ ყველგან. ამავე დროს, ჩვენი მოვალეობაა, რომ ვუთხრათ ხალხს, რა იქნება შემდეგში, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა შემდეგში, რას მოიტანს ეს გარდამტეხი ცვლილებები და ამ თვალსაზრისით, ჩვენ, „ევროპული საქართველო“, თითოეულ მოქალაქეს, ვუტოვებთ ხელშეკრულებას, ერთი ნიმუში რჩება მოქალაქესთან, ხოლო მეორე ინახება პარტიაში. ეს არის ის საშუალება, რომლითაც ადამიანებს ექნებათ პირდაპირი გავლენის მოხდენის საშუალება გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალაზე, რადგან ეს არის ვალდებულებები, რომლის შესრულების ვალდებულებასაც „ევროპული საქართველო“ იღებს.

სწორედ ვალდებულებაა, რომ 100 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება მომდევნო 4 წლის განმავლობაში და რომ 2000 ლარზე მეტი დარჩება თითოეულ ოჯახს. აქ არის საუბარი პენსიის, სოციალური დახმარებისა და დევნილების შემწეობის გაორმაგებაზე და მთავრობის ბიუროკრატიის შემცირებაზე 2 მილიარდი ლარით, ისევე როგორც გადასახადების დაწევაზე.

ეს არის ყველა ის ღონისძიება, რომელმაც ეკონომიკა უნდა დაძრას მკვდარი წერტილიდან, ამიტომ, გარდამტეხ ცვლილებებს ალტერნატივა არ აქვს და სწორედ ამ ცვლილებებით უნდა შევხვდეთ ახალ წელს“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

admin
ავტ.: admin სექტემბერი 23, 2020 11:09