გიგი უგულავა: გამარჯვებაზე გადის პატიებაც, თავისუფლებაც, კეთილდღეობა და ამ ქვეყნის მომავალი

გამარჯვებაზე გადის პატიებაც, თავისუფლებაც, კეთილდღეობა და ამ ქვეყნის მომავალი” – ამის შესახებ ფოთის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა გიგი უგულავამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მასშტაბურ აქციაზე განაცხადა.

„მეგობრებო, რუსთავისკენ ქარი ქრის, ამიტომ თქვენი ხმაური და თქვენი ხმა გავაგონოთ მთელ საქართველოს და გავაგონოთ ყველას, ვისაც კი უნდა ამ ქვეყანაში თავისუფლება. მეგობრებო სანამ ჩვე ნთვითონ არ დავიჯერებთ გამარჯვებას, მანამ გამარჯვება ყოველთვის გვერდზე ჩაივლის. მეგობრებო სანამ ჩვენ თვითონ არ დავინახეთ, მანამდე არ გვწამდა. მეგობრებო, სანამ ჩვენ თვითონ არ ვნახეთ, რომ მიშამ ყველა ბარიერი გადალახა და მოვიდა აქ, ბევრი ვფიქრობდით, რომ ეს არ შედგებოდა, ბევრი ვამბობდით, რომ ეს ბლეფია. ზოგი ბუენოს აირესიდან, ზოგი ტრუსკავეციდან გვესალმებოდა, მაგრამ მეგობრებო დადგა მომენტი და დრო და მან თავისი საქმე გააკეთა. მე ვარ ამაყი, როგორც არასდროს. იმიტომ, რომ მეც ჩემი შერყეული რწმენა გამიმთელდა ადამიანის და მეგობრის მიმართ. დღეს ის არის აქ, ის არის ყველაზე თავისუფალი, ის არის ყველაზე თამამი, მან მოგვცა მაგალითი ბრძოლის და ჩვენ აღარ გვაქვს უკან დახევის უფლება.

მეგობრებო დღეს ჩვენ არ ვითხოვთ მხოლოდ სააკაშვილის თავისუფლებას ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში იყოს უკანასკნელი პოლიტპატიმარი – ეს უფრო დიდი მისიაა, ეს კიდევ უფრო დიდი ამოცანაა იმიტომ, რომ ეს პირველ რიგში გამორიცხავს შურისძიებას, გამორიცხავს ბოღმას ქვეყანაში, გამორიცხავს გაუტანლობას და გამორიცხავს „ქართულ ოცნებას“. ჩვენს გვერდით არის მთელი მსოფლიო, ყველას ამოუვიდა ყელში ის საზიზღრობა, რაც ქვეყანაში სუფევს, მაგრამ თუ ჩვენს თვალებში არ იქნება გამარჯვების რწმენა, მანამდე გამარჯვება არ დადგება, ამიტომ გამოვიყენოთ ყველაფერი რაც კი შეიძლება, ვიბრძოლოთ ყველგან და 30-ში გავიმარჯვოთ, გავიმარჯვოთ თავისუფლებისთვის, გავიმარჯვოთ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, გავიმარჯვოთ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის“, – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიანზორ მელია: ბიძინა ივანიშვილო, მოგმართავ, ამ ხალხის 80% თქვენი მხარდამჭერი არ იყო? მათ შორის მეც და რა მწარედ მომატყუე და შემაცდინე
შემდეგი სტატიაგია ბუღაძე: “ფული, მაყუთი, მეტი არაფერი, შენ მდიდარი არა ხარ, შენ ფულიანი ხარ. მდიდრები ვართ ჩვენ, სიმდიდრე და ფულიანობა ერთი და იგივე არ არის..”