გიგი უგულავა გაბუნიას შესაძლო მკვლელობას პოლიტიკურ კატასტროფად აფასებს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი უგულავა, ქავთარაძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის დაკავებას, რომელიც „ფორმულას“ ექსკლუზიური ინფორმაციით, სავარაუდოდ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა, “პოლიტიკურ კატასტროფად” აფასებს.

„პოლიტიკურად ეს არის კატასტროფა, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურების, თუ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დავალებით შეიძლება ასეთი რამე შენს ქვეყანაში ხდებოდეს. გამოძიების გარდა, აუცილებელია საერთაშორისო პოლიტიკური ნაბიჯები, მათ შორის ჩვენი პარტნიორების ჩართვა იმისთვის, რომ სურათი უფრო ფართო იყოს და რაც უფრო საერთაშორისო რეზონანსი ექნება ამ საქმეს, მით უფრო ნაკლებად მოხდება ასეთი რამ და მით უფრო, ამ შემთხვევაში, გიორგი გაბუნია იქნება ამ ძალადობისგან დაცული“,-განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, „ფორმულას“ ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში სავარაუდოდ, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციას ადასტურებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

banner
წინა სტატიაშითიბისი დაზღვევა – 1 წელი ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე გაბუნიას შესაძლო მკვლელობაზე-მოვითხოვთ მაქსიმალურად სწრაფად დეტალურად გასაჯაროვდეს დეტალები