გიგი უგულავა: ძვირფასო მეგობარო, სანდრა ელისაბედ რულოვსი ხომ ვერ მეტყვი ზუგდიდის რომელი სოფლიდან, ან უბნიდანაა

ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო, ძვირფასო მეგობარო, სანდრა ელისაბედ რულოვსი ხომ ვერ მეტყვი ზუგდიდის რომელი სოფლიდან, ან უბნიდანაა, ჯერ მაჟორიტარი და მერე საერთოდ მერზე რომ იყრიდა კენჭს? – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ წევრ ზაალ უდუმაშვილს.

უდუმაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ დღევანდელ ღონისძიებაზე ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მალხაზ ჯალაღონიას წარდგენისას განაცხადა, რომ „ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელს“.

„ზალიკო უდუმაშვილი – ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო. ძვირფასო მეგობარო, სანდრა ელისაბედ რულოვსი ხომ ვერ მეტყვი ზუგდიდის რომელი სოფლიდან, ან უბნიდანაა, ჯერ მაჟორიტარი და მერე საერთოდ მერზე რომ იყრიდა კენჭს? თუ ბელადის ოჯახის წევრებს წარმოშობის სერთიფიკატს არ ვუმოწმებთ? ვერ ხვდებით, რომ უხერხულად სამარცხვინოდ გამოიყურებით, როცა ქოცი ჩიქოვანის მსგავსად იკბინებით. ისე ძალიან კი ემსგავსებით ერთმანეთს.

პ.ს. ბატონ მალხაზს არ ვიცნობ, ასე გაკითხვით მხოლოდ კარგ ექიმად დამიხასიათეს. ვუსურვებ მალე და ჯანმრთელად დაეღწიოს თავი თვითიზოლაციისთვის. იმედი მაქვს, კონფერენსიე უდუმაშვილის და კომკავშირელ ჩიქოვანისგან განსხვავებულად უყურებს ზუგდიდისა და ქვეყნის მომავალს და არც ტრაიბალიზმის კლიშეები აწუხებს. აუცილებლად მოვიწვევ მას სადისკუსიოდ ღია ეთერში თუ პრივატულად ჩაიზე“,- წერს გიგი უგულავა.

banner
წინა სტატიაშიერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატად ექიმი მალხაზ ჯალაღონია წარადგინა
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი : ევროკავშირი და საქართველო ერთად ცდილობენ, რომ შავი ზღვა იქცეს ხიდად, რომელიც ჩვენს გაერთიანებასა და დაახლოებას შეუწყობს ხელს