გიგი უგულავა ცოლს გაშორდა

დედაქალაქის ყოფილი მერი, პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავა ფეისბუკზე სტატუსს აქვეყნებს:
”მე არ მჩვევია და არც მიყვარს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი. ამჯერად გამონაკლისს დავუშვებ, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბულვარული და ყვითელი მითქმა- მოთქმა.
მოკლედ, მე და ლელამ 6 წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ, გაშორება გადავწყვიტეთ. ეს გადაწყვეტილება დიდი ხანი მწიფდებოდა და ურთიერთშეთახმებით მივიღეთ.
ასე რომ, ნურც მე და ნურც მას ნუ დაგვძრახავთ, ჩვენო საერთო მეგობრებო! ჩვენ, ჩვენი ბავშვების გარდა, საერთო შვილი ალექსანდრე გვყავს, რომელზე ზრუნვა გაგვაერთიანებს.”- წერს გიგი უგულავა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერმინისტრი შს მინისტრს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში სრულ მხარდაჭერას უცხადებს
შემდეგი სტატია,, ერაყელ სტუდენტებს ბინადრობის უფლება უსაფრთხოების მიზნით ჩამოერთვათ”