გიგი უგულავა – ჩვენ ვხედავთ რომ სასოწარკვეთილია ხელისუფლება, ბოიკოტი აუცილებლად შედგება

კობახიძის დღევანდელი განცხადების შემდეგ უთავმოყვარეობა აღარ არის, პოლიტიკური ხარაკირია პარლამენტში შესვლა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ხელისუფლება სასოწარკვეთილია.

„ჩვენ ვხედავთ რომ სასოწარკვეთილია ხელისუფლება, ბოიკოტი აუცილებლად შედგება, ვინც გამოაკლდება ეს მისი პრობლემა იქნება, ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს. თოკს ხომ არავის გამოვკიდებთ, ვისაც უნდა შევა. მე დარწმუნებული ვარ მაინც, რომ 11 დეკემბერს „ქართული ოცნება“ იქნება მარტო“, – აღნიშნა უგულავამ.

ამასთან, გიგი უგულავა „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებასაც ეხმაურება და მოუწოდებს მას, რომ პარლამენტში არ შევიდეს.

„ელისაშვილს ვუპასუხებ შემდეგს-ნუ შევა პარლამენტში, თავს ნუ მოიჭრის, ნუ ჩაისვრის და რაც უნდა ის ილაპარაკოს, თუ უნდა ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრხა დამაბრალოს“, – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიგუბაზ სანიკიძე პარლამენტში შესვლის საკითხზე – ორი-სამი დღე მაცალეთ
შემდეგი სტატიამელია კობახიძეზე: საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რას ვაპროტესტებთ 1 თვეა