გიგი უგულავა: ჩვენ ვართ ვარდების რევოლუციის თაობა, რომელიც სიყალბეს არასდროს მიიღებს!

“ევროპული საქართველოს” წევრი, გიგი უგულავა, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ამბობს, რომ ეს ბრძოლა არა პარტიული, არამედ ხალხის ბრძოლაა, რომელიც მათივე გამარჯვებით დასრულდება.

“რაც არ უნდა კოსმოსში ააფრინოთ დრონები, ხალხს მაინც ვერ დამალავთ. ქართველების ხმა არ დააძინებს ივანიშვილს! ბიძინა წასულია, ხალხი აღდგა! ჩვენ არჩევნებამდე ყველას ერთმანეთთან გვქონდა კონკურენცია და ეს ნორმალურია, მაგრამ როცა არჩევანს მოგპარავენ, ჩვენი ვალდებულება ხდება, რომ ყველა პოლიტიკოსმა ერთად დავანახოთ საზოგადოებას რანი ვართ ჩვენ – ჩვენი პარტიების მიღმა, რადგან ეს ბრძოლა აღარ არის პარტიული ბრძოლა.

ეს არის ხალხის ბრძოლა, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება! უნდა ვიცოდეთ, რამხელა ნაძირლებთან გვაქვს საქმე – იმისთვის, რომ პროპაგანდისტული არხების ეთერზე დაეწერათ “გარეჯი საქართველოა”, 2 ადამიანი დააკავეს. გარეჯი საქართველოა, მაგრამ თქვენ არ ხართ საქართველო – თქვენ ხარ იუმორინა, თქვენ ხართ შავი ჭირი, რომელსაც ჩამოირეცხავს ქართველი ხალხი! მე მინდა ყველა პოლიტპატიმარი გავამხნევო აქედან – მალე გათავისუფლდებით, არ შეშინდეთ. ჩვენ ვართ ვარდების რევოლუციის თაობა, რომელიც სიყალბეს არ მიიღებს არასდროს. ოპოზიციის ერთობა ახლა უმნიშვნელოვანესია, – ამბობს უგულავა

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: დღეს აქ ღირსეული ადამიანები შეიკრიბეთ, რომ მთელ საქართველოს და არა მარტო საქართველოს დაანახოთ, რომ ღარიბ ქვეყანაშიც კი, ღირსება არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ფული
შემდეგი სტატიამელია: ვართ მზად შევხვდეთ ივანიშვილს, ახალი არჩვენების ჩატარების თაობაზე