გიგი უგულავა – ჩვენ გვინდა გამოსავალი, ივანიშვილს – ჩიხი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ოპოზიცია პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალს სთავაზობს მთავრობას.

უგულავას თქმით, ოპოზიციური პარტიების მიერ შემუშავებული პროექტი ვენეციის კომისიასა და ეუთო-ოდირი-ს ოფისში გაიგზავნება და უნდა დაელოდონ მათ დასკვნას.

„კალაძემ თემა რაღაც ძველბიჭურად დახურა ისე, რომ არც კანონმდებლობა ჰქონდა ნანახი და არც კონსტიტუცია წაკითხული. ივანიშვილი საუბრობს კანონპროექტის ანტიკონსტიტუციურობაზე და სანაძლეოს დავდებ, რომ კონსტიტუცია წაკითხული არ აქვს, არათუ კანონპროექტი. ხისტი განცხადებების მიუხედავად, ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ შეხვედრა თავად დანიშნეს. მართალია, ივანიშვილის სიტყვას ფასი აღარ აქვს იმ მეგატყუილის შემდეგ, მაგრამ ვურჩევდი, საკუთარ სიტყვას მაინც გაუფრთხილდნენ.

თემა თუ იხურება, მაშინ ლაპარაკს აზრი არ აქვს. ლაპარაკი ლაპარაკისთვის თუ არის, ესეც გამოჩნდება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ვისი ეგიდითაც ეს მიმდინარეობს, ისინი დაინახავენ, რომ არა მხოლოდ საკუთარი ხალხი გადააგდო ივანიშვილმა, არამედ მოატყუა საერთაშორისო პარტნიორებიც. ამიტომ, ჭირვეულობას, ლანღვა-გინებას ჯობს, გონს მოეგონ, წაიკითხონ, კონსტიტუციონალისტებს კითხონ, რომელთა უმეტესობა მხარს უჭერს. ჩვენ ხვალ არ ვაპირებთ რაღაც იურიდიულ კაზუისტიკაში შესვლას. ჩვენ ერთ რამეს ვეუბნებით, თქვენი ნდობა არის ნულს ქვევით, გავგზავნოთ ვენეციის კომისიაში, გავგზავნოთ ეუთო-ოდირი-ს ოფისში, დაველოდოთ მათ დასკვნას.

ჩვენ გვინდა გამოსავალი, ჩვენ გვინდა სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები, ჩვენ გვინდა პროპორციული არჩევნები. ივანიშვილს უნდა ჩიხი, ივანიშვილს უნდა ქაოსი, ხალხის ქვეყნიდან გასვლა, რომ მარტო იყოს ხეებთან და ბუჩქებთან ერთად“, – აცხადებს გიგი უგულავა.

30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთა შორისაც არიან „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „გამარჯვებული საქართველო“, თაკო ჩარკვიანის „კანონი და სამართალი“, ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“, „შენების მოძრაობა“, „გირჩი“, „ლეიბორისტული პარტია“, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების კონსტიტუციური პირობები შეიმუშავა. პარტიებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის პრეზენტაციაც დღეს გამართეს და ეუთო-ოდირს გაუგზავნიან. დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, ისინი დოკუმენტს საკანონმდებლო ინიციატივის სახით შეიტანენ პარლამენტში

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე, ფიქრია ჩიხრაძე და დავით უსუფაშვილი ალიანსს ქმნიან
შემდეგი სტატიამეუფე მელქისედეკი-აბაშიძე-კარასინის ფორმატის ერთ დადებით შედეგს შემახსენებთ?