გიგი უგულავა – ჩვენ დღეს ვიხილეთ სასოწარკვეთილი ღლაპის ბრიფინგი

როგორც მივხდი, კობახიძემ ნიძლავი არ მიიღო, ზოგ ზოგიერთის გათვალისწინებით, მგონი, ჩემი თავი გადარჩა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

ამასთან, როგორც უგულავამ აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების რეგისტრაციის გაუქმება „ყურით მოთრეული არგუმენებით“, არის პირდაპირი ნაბიჯი დიქტატურისკენ.

„ჩვენ დღეს ვიხილეთ სასოწარკვეთილი ღლაპის ბრიფინგი, მან გვამცნო, რომ აღარ დაგვაკავებს პარლამენტში, პარლამენტში აპირებდნენ ჩიხის მოწყობას, როდესაც ხალხი დაწერდა ბოიკოტზე განცხადებას, რომ გთხოვ, შემიწყვიტოთ უფლებამოსილება. მან გვამცნო, კი ბატონო, გაგვათავისუფლებენ. კარგია რომ თავისივე გადასწორებულ, გადასეკვესტრებული კონსიტუცუცია წაიკითხა და მიხვდა, როდესაც ადამიანი ამბობს, მე ბოიკოტს ვუცხადებ და ვუტოვებ პარლამენტს შენს უმრაველოსობას, არანაირი უფლება არ გაქვს, დატოვო ეს ადამიანი პარლამენტში მისი ნების საწინააღმდეგოდ. ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ სადმე დატოვება არის სისხლის სამართლის დანაშაული და ის ეწინააღმდეგება ყველა ჯანსაღ აზრს. ასევე გავიგეთ სრული ბოდვა, რომ თურმე „ნაც მოძრაობის“ რეგისტრაციის გაუქმებას აპირებს „ქართული ოცნება“. მოგესალმებით მთლიანად უკვე გაფორმებულ დიქტატურაში, რადგან ოპოზიციური პარტიების რეგისტრაციის გაუქმება ყურით მოთრეული არგუმენებით არის პირდაპირი ნაბიჯი დიქტატურისკენ. იყო ძალიან იაფფასიანი მუქარები, რომ შეგიწყვეტთ დაფინანსებას, ამაზე კალაძის სიტყვები შეგვიძლია გავიხსენოთ, აი, ეგერ რომ მოჩანს ანძიდან… შეგვიძლია, კობახიძეს ეგ ვუთხრათ. შეწყვიტავ და კიდევ ერთხელ კანონს დაარღვევ, მაგრამ არავინ არ გამოგეკიდება, კი ბატონო, შეწყვიტე, ჩვენ ამით ჩვენს პოზოციას არ შევიცვლით“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

რაც შეხება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას, ამასთან დაკავშირებით უგულავა აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა და ახლა თავად ქმნის კომისიას.

„რაც შეეხება კომისიას, სადაც „ქართული ოცნების“ სახეები იქნებიან წარმოდგენილი, თვითონ გააყალებს არჩევნები და ახლა თვითონვე ქმნიან კომისიას, რომ თავისი გაყალბებული თვითონვე შეისწავლონ. ეს არის „ქართული ოცნების“ ლოგიკა“- განაცხადა გიგი უგულავამ.

არტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ურჩევს, პარლამენტში შევიდნენ და გახმაურებულ საქმეებზე დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნან. ამის შესახებ კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – საგამოძიებო კომისიას ნდობა რომ ჰქონდეს, ის უნდა იყოს კონსენსუსი შედეგად შექმნილი და არა ცალმხრივი, სადაც ერთი პარტია არის ყველაფერი
შემდეგი სტატია“ეს არის პუტინის რუსეთის მართვის მოდელი”