გიგი უგულავა : ჭირვეულის მორჯულების პირველი ეტაპი დაიწყო

გუშინ საზოგადოებამ ნახა, ჭირვეულის მორჯულების პირველი ეტაპი დაიწყო, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, რომელიც „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეკრებას ესწრება.

„ვანგა არ ვარ, რომ ვიწინასწარმეტყველო, ივანიშვილის ქცევა რა იქნება ბოლოს, მაგრამ ჩვენ, საზოგადოებამ ვნახეთ შარშან იმ მეგაგადაგდების შემდეგ, ზუსტად ასე ჭირვეულობდა, იჭერდა ხალხს, არბევდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც მოუწია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და კომპრომისის გამონახვა საკუთარ ხალხთან. ამიტომ მე იმედი მაქვს ჩვენი ბრძოლის, რომელიც სწორედ რომ ემსახურება იმ ორ მილიონამდე ადამიანის ხმების დაცვას, ვინც პანდემიის მიუხედავად მოვიდა და არჩევანი გააკეთა“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიგი უგულავამ.

უგულავას თქმით, ხელისუფლება არ არის იმ მდგომარეობაში, რომ მათ წინაპირობებს კარნახობდეს.

„მათ მოიპარეს არჩევნები და მორალური უპირატესობა საზოგადოების და ჩვენს მხარეს არის, ამიტომ პირობებზე აქ საერთოდ საუბარი არ არის. თუ იქნება ხელშესახები პროგრესი და თუ იქნება ის შედეგი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და მივაღწევთ არჩევნებს, ღია კარის მტვრევას არავინ აპირებს. მაგრამ ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია, შეხვედრა იყო ასე ვთქვათ მოთელვითი ხასიათის, ხელისუფლებამ დაინახა ერთი რამ, რომ პოლიტიკური ოპოზიცია არის აბსოლუტურად ერთიანი თავის პოზიციაში, არავინ აპირებს ამ პოზიციის დათმობას, არავინ აპირებს გვერდზე გახედვას ან გახტომას, ერთიანია და მტკიცე პოზიცია არშესვლასთან დაკავშირებით პარლამენტში. ეს არის მთავარი წნეხი საზოგადოების პროტესტთან ერთად, რაც საბოლოო გამარჯვებამდე მიგვიყვანს“, – აცხადებს გიგი უგულავა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი კორონავირუსს ჟენევის მოლაპარაკებების ჩასაშლელად იყენებს – ეუთოში აშშ-ის ელჩი
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია : ივანიშვილის გარემოცვის კლოუნები მისულები იყვნენ სტადიონზე, ხალხი კი დააჯარიმეს