გიგი უგულავა : ალბათ ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ საკუთარ თავს მივეცი ხმა

„ხმა მივეცი იმას, რომ ქვეყანა გავიდეს სამშვიდობოს განვითარების გზაზე“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც უგულავა ამბობს, ქვეყანას სჭირდება ხალხის მსახური, რომელიც მოვა, იმსახურებს და წავა.

„ალბათ ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ საკუთარ თავს მივეცი ხმა.

ხმა მივეცი იმას, რომ ქვეყანა გავიდეს სამშვიდობოს განვითარების გზაზე. ქვეყანას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, ევროპული მთავრობა. მთავრობა, რომელიც დაწევს გადასახადებს. ქვეყანას აღარ სჭირდება ბატონი, ქვეყანას სჭირდება ხალხის მსახური, რომელიც მოვა, იმსახურებს და წავა. ასეთი ნამდვილად არის „ევროპული საქართველო“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშივაზისუბანში, კომისიის თავმჯდომარემ დამკვირვებლები უბნიდან გამოაძევა
შემდეგი სტატია“მოვედი, რომ ფულები დავურიგო” – ბიზნესმენი დავით ზეიკიძე