6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

გიგი უგულავა: აი, ნამდვილი მიზეზი თუ რატომ გავარდა უწმინდესის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე უნგრეთს

გიგი უგულავა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის უნგრეთში ვიზიტს.

“ოცნების“ აშშ შეტენვის ოპერაცია გრძელდება. კობახიძე ამ მგლოვიარობის ჟამს უნგრეთში ჩავიდა. ალბათ ხვდებით რომ ორბანს ის არჩევნებში ვერ დაეხმარება. სიმართლე ისაა, ბუდაპეშტში კონსერვატორული კონფერენცია ტარდება. (CPAC) მას აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ვენსი დაესწრება. აი, ნამდვილი მიზეზი თუ რატომ გავარდა უწმინდესის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე უნგრეთს“— წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, დღეს, „ოცნების“ პრემიერი ბუდაპეშტში ჩავიდა, სადაც უნგრეთის პრემიერს ვიქტორ ორბანს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრი უნგრეთში დღეს მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC).

მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა კონფერენციაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაეთმობა“ — ნათქვამია „ოცნების“ მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიროგორ გამოეხმაურნენ პოლონეთში საქართველოს პატრიარქის გარდაცვალებას – სამძიმარი საქართველოს ელჩს
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე: პატრიარქმა ერის გაერთიანება შეძლო, თუნდაც დღევანდელი დღით