გიგი უგულავა აცხადებს, რომ ზუგდიდში მის საარჩევნო პლაკატებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის ბანერები გადააკრეს

ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ, დღეს სოხუმის ქუჩაზე საგანგებო ბრიფინგი გამართა.

„დღეს ზუგდიდს სტუმრობს ბატონი გახარია და მთელი ღამის განმავლობაში და ამ ვაჟბატონის, თანამედროვე კომკავშირელის შტაბმა გადაწყვიტა მისთვის საჩუქარი მიეძღვნა და იქ სადაც გახარია გაივლის, ჩემს პლაკატებს გადააკრეს ბატონი ჩიქოვანის პლაკატები. ეს შევარდნაძისდროინდელი მეთოდია. ველურობას ველურობით არ ვუპასუხებთ“, – განაცხადა უგულავამ.

უგულავამ ადგილზე კარიკატურული პლაკატები გააკრა, ხვალ კი, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების შეტანას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – გურიაში კორონავირუსის შემთხვევები დიდი ალბათობით ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება
შემდეგი სტატიაალექსიძის ქუჩაზე სკვერი რეაბილიტირდა