გიგი უგულავა: 3 ათასი ლარი 48 საათზე რომ გავყოთ, მარნეულის „კაპეზე“ 1500 ლარი გამოვიდა

“3 ათასი ლარი 48 საათზე რომ გავყოთ, მარნეულის „კაპეზე“ 1500 ლარი გამოვიდა. კარგი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასი გამოიყვანეს. ხუმრობა რომ გვერდზე გადავდოთ, ხელისუფლება ცდილობს დაჯარიმებებით, დაკავებებით, დააშინონ სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. აბსოლუტური სიბრიყვეა. რაც მეტს დაიჭერენ და რაც მეტი იქნება ასეთი ბრუტალური მოქმედებები, საზოგადოების პასუხი იქნება შესაბამისი. რაც უფრო გაწელავს ხელისუფლება ზამბარას, ეს ზამბარა მით უფრო მტივნეულად მოხვდება ცხვირში” – აცხადებს გიგი უგულავა 3 000 ლარით დაჯარიმებაზე.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – უნდა ვიბრძოლოთ, რომ მოვიპოვოთ სამართლიანი მართლმსაჯულება
შემდეგი სტატია#FREEMISHA – საქალაქო სასამართლოს ეზოში პერფორმანსი მოაწყვეს