გიგი წერეთლის განცხადებით, დღეს აშშ-ს კონგრესში, ჰელსინკის კომისიაში საუბარი კვლავ ე.წ „აგენტების კანონის“ შესახებ იქნება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, დღეს აშშ-ს კონგრესში, ჰელსინკის კომისიაში საუბარი კვლავ ე.წ „აგენტების კანონის“ შესახებ იქნება.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებების ქმედებების გამო, მოსმენაზე „საქართველო ერთ-ერთი მაგალითი იქნება, თუ როგორ ხდება ასეთი ავტორიტარული, რუსული ტიპის კანონების მიღება“.

„სწორედ, მსგავს კანონებს შემდგომში წინასაარჩევნო, თუ სხვა პერიოდებში, ოპონენტების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წინააღმდეგ იყენებენ.

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ამგვარი კანონების ადგილი არ არის და როდესაც ეს ხდება, ეს არის პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რაც საზოგადოებას კარგად უნდა ესმოდეს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის ბიზნესკურსს კონტენტ მენეჯმენტის კურსი დაემატა
შემდეგი სტატიასაფრანგეთის პრემიერ-მინისტრი – „ეროვნული გაერთიანების“ ხელისუფლებაში მოსვლა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილის დასრულებას ნიშნავს