გიგი წერეთელმა თანამდებობა დატოვა

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და 11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ახალი მოწვევის შედეგად, გიგი წერეთელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნულ თანამდებობაზე გიგი წერეთელს პიტერ ლორდ ბაუნესი ჩაანაცვლებს.

„მინდა მადლობა გადავუხადო გიგი წერეთელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთოსადმი ერთგულებისთვის“, – აღნიშნა პიტერ ლორდ ბაუნესმა

თავის მხრივ, გიგი წერეთელმა მადლობა გადაუხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

„ჩემი პრეზიდენტობა სრულდება მაშინ, როდესაც ჩვენი ასამბლეა განაგრძობს უამრავ გამოწვევასთან გამკლავებას და სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს გლობალური კრიზისები, მათ შორის COVID-19-ის პანდემია, შეიარაღებული კონფლიქტები, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საფრთხეები, კლიმატის ცვლილებები, რადიკალიზაცია და ტერორიზმი და მასშტაბური მიგრაცია“, – აღნიშნა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიUSAID – მივესალმებით, რომ ISFED-მა საკუთარი ინიციატივით გადაამოწმა PVT და გაასაჯაროვა
შემდეგი სტატიაკობახიძე – პირველი ტყუილი „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა და ეს უკვე აღიარა ISFED-მა